შსს-მ 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:31 | 22.01.2019
ნანახია: 1034

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვები.

„გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე