დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ

საქართველო, თბილისი - 13:02 | 21.01.2019
ნანახია: 799

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, აფეთქების ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც ექსპერტები ჟურნალისტებთან აცხადებენ, ისინი კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად შევლენ თითოეულ ბინაში და ზარალს დაითვლიან.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მათ პირადი ნივთები საცხოვრებელი სახლებიდან გამოტანილი აქვთ, თუმცა დღეს ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რათა გაიგონ, როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე