„მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „სილქნეტი“ მომსახურების ტარიფებს აძვირებენ
საქართველო, თბილისი - 12:28 | 21.01.2019 ნანახია: 2087
სატელეკომუნიკაციო ოპერატორები „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „სილქნეტი“ მომსახურების ტარიფებს აძვირებენ. გაძვირებული ტარიფები „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო „მაგთიკომის“ აბონენტებისათვის 18 თებერვლიდან.
კომპანიებმა შესაბამისი ინფორმაციები საკუთარ ვებგვერდებზე უკვე განათავსეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 18 თებერვლიდან 30 ლარი იქნება. განახლებული სატარიფო გეგმით იზრდება მობილური ინტერნეტის მოცულობა და 1500 მბ იქნება, 1000 მბ-ის ნაცვლად.
იმავდროულად ახალი სატარიფო გეგმით, მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 მბ – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).
იცვლება ასევე „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. დღეს 500 მბ ინტერნეტის შეძენა 3 ლარად იყო შესაძლებელი, ხოლო ამიერიდან მინიმალური პაკეტია 1 მბ იქნება, რომლის შეძენაც 5 არად იქნება შესაძლებელი.
„ჯეოსელის“ აბონენტებისთვის სიახლე იქნება მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასური, რომელის ფასი 20 თეთრის განისაზღვრა და ის თითოეულ აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. იცვლება მობილური ინტერნეტის პაკეტების ღირებულებაც: ცვლილება ეხება ყველა პაკეტს - მცირდება 1 მბ-ის საშუალო ფასი; პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ 1 მბ-ის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე. ასევე მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი მცირდება 70 თეთრიდან 10 თეთრამდე.
სატარიფო გეგმა „მეტი”-ს ღირებულება იზრდება 30 ლარამდე. იცვლება მობილური ინტერნეტის და სმს-ის მოცულობები;
• პაკეტში „მეტი S” შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, 1 მბ-ის ფასი 15 თეთრიდან მცირდება 10 თეთრამდე;
• პაკეტებში შემავალი ლოკალური წუთები იმოქმედებს შემდეგ ოპერატორებთან: o მობილური ქსელი - მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი, ბილაინი; o ფიქსირებული ქსელი - მაგთი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი და საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია;
o ყველა სხვა ლოკალური მიმართულებით - 1 წუთი - 24 თეთრი.
„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“, 20მბ/წმ).
დამატებითი ინფორმაციების მოძიება შეგიძლიათ აქ: "მაგთიკომი" და "ჯეოსელი"-"სილქნეტი"
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















