გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 18.01.2019
ნანახია: 793

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია საქსონიის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპორტირებულები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნაზე უარი მიღეს.

ჩარტერული რეისი თბილისის მიმართულებით ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა.

გასულ წელს საქსონიიდან საქართველოში სამი ანალოგიური რეისი განხორციელდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე