worldatlas.com-ის მონაცემების არასწორად თარგმნამ გაუგებრობა გამოიწვია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი - 14:00 | 17.01.2019 ნანახია: 1218
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 13 იანვარს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეყრდნობოდა ორგანიზაცია worldatlas.com-ის (ეს არის ჯგუფი, რომელიც განათლების სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს) მონაცემებს - „საქართველო ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში მოხვდა“.
worldatlas.com-ის მონაცემებით საქართველო სიაში 25-ე ადგილს იკავებს, სიის მიხედვით, რიგითობა ასე გამოიყირება: 1) ეკვატორული გვინეა; 2) მიანმარი; 3) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა; 4)ზამბია; 5) არაბეთის გაერთიანებული საამიროები; 6) მონაკო; 7) ლიბანი; 8) ლიბერია; 9) შრი-ლანკა; 10) ერიტრეა; 11) ლიხტენშტაინი; 12)გვინეა; 13) დომინიკის რესპუბლიკა; 14) ლიბია; 15) ირანი; 16) პაკისტანი; 17) ზიმბაბვე; 18)კატარი; 19) ანტიგუა და ბარბუდა; 20) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა; 21) ჩადი; 22) პერუ; 23) კამბოჯა; 24)სიერა ლეონე; 25)საქართველო.
ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის განმარტებით:
„პირველ რიგში, გვინდა მოგახსენოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ასახავს 2017 წლის მონაცემებს. ინფორმაციის გავრცელების წყაროს (ორგანიზაცია worldatlas.com, რომელკიც განათლების სფეროს მიმართულებით მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით), საიდანაც იყო აღებული ეს მონაცემები, შესწავლამ გვიჩვენა, რომ სიაში წარმოდგენილია მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილის პროცენტული მაჩვენებლები შედარებით დაბალი. მაგალითისთვის: მონაკო - 1,6 %-ი, ლიხტენშტეინი - 2,1 % -ი. ამ ქვეყნებში განათლების სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ამ ფონზე, წარმდოგენილ ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ეკვატორული გვინეა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილია 0,7%-ი.
საქართველოს (რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზე დგას) შემთხვევაში, მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილის მაჩვენებლი ყველაზე მაღალია დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით და შეადგენს 2,7%-ს . ანუ, ამ მონაცემებით გამოდის, რომ საქართველოში ყველაზე მეტი წილი იხარჯება სწორედ განათლებაზე.
სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით და გამოქვეყნებული ცხრილით, გამოდის პირიქით. არადა, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი მაჩვენებლი ამ მხრივ. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გაუგებრობა წარმოშვა, სწორედ ცხრილის არასწორად გამოქვეყნებამ“.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















