წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა
საქართველო, თბილისი - 11:29 | 27.12.2018 ნანახია: 2329
სპორტის სამინისტრომ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა.
ნომინანტები იყვნენ:
ლაშა ტალახაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, მსოფლიო რეკორდსმენი)
გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში)
გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP (ეიტიპის) ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი)
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი
ნინო ოძელაშვილი
წარდგენილი იყვნენ:
ნინო ოძელაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში)
ელენე ქებაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში)
ნანა ძაგნიძე (მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი)
ანასტასია გოტფრიდი (ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში)
ლიზი კილაძე (ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
ნინო ხუციბერიძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
პარასპორტსმენები
ქალებს შორის გამარჯვებული გახდა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, ხოლო მამაკაცებს შორის – პარაძიუროისტი ზვიად გოგოჭური.
წლის საუკეთესო მწვრთნელი
გიორგი ასანიძე
ნომინანტებს შორის იყვნენ:
გიორგი ასანიძე (ძალოსნობისნაკრების მთავარი მწვრთნელი)
გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
ვლადიმირ ვაისი (საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
2018 წლის საუკეთესო გუნდი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
პრიზი ნაკრების სახელით საბა კვერკველიამ ჩაიბარა.
წარდგენილი იყვნენ:
ფეხბურთის ეროვნული ნაკრები (UEFA-ს ერთა ლიგაში მოპოვებული წარმატებისთვის)
ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები (43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლისთვის)
რაგბის ეროვნული ნაკრები (რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და საერთაშორისო მატჩებში მოპოვებული წარმატებისთვის)
წლის საუკეთესო ლეგიონერი
გამარჯვებული გახდა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია.
პრიზი გამარჯვებულის მამამ, კახა შენგელიამ ჩაიბარა.
წლის საუკეთესო მენეჯერი
ლევან კობიაშვილი
ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ:
ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)
გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი)
კახი კახიაშვილი (ძალოსნობისფედერაციის პრეზიდენტი)
ნომინაციაში „წლის აღიარება“ დაჯილდოვდა ქართული ჭიდაობისეროვნული ფედერაცია.
2018 წელს UNESCO-მ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
წლის საუკეთესო მსაჯი
ელისო ბედოშვილი
წარდგენილი იყვნენ:
ელისო ბედოშვილი (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მხატვრულ ტანვარჯიშში, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მსაჯი)
ნიკოლოზ ამაშუკელი (მსოფლიო რაგბის, რაგბი ევროპისა და 20-წლამდელთა 6 ერის მსაჯი)
ირაკლი კიკალიშვილი (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი წყალბურთში)
სალომე ჩიგოგიძე (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ფიგურულ ციგურაობაში)
წლის საუკეთესი სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში
ლევან საგინაშვილი
ნომინანტები იყვნენ:
ლევან საგინაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში)
ვახტანგ ჩიდრაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში)
ანდრეი ზინჩენკო (ევროპის ჩემპიონი კონტაქტურ კარატეში)
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
რევაზ დავითაძე
ნომინანტები იყვნენ:
რევაზ დავითაძე (ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსნობაში უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის)
გიორგი ჩხიკვაძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში)
გელა ზაალიშვილი (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის)
ილია სულამანიძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში)
ნუგზარ წურწუმია (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში)
სპორტის სამინისტრომ სპეციალური პრიზებიც გასცა.
2017 წელს ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის
გიორგი იანტბელიძე
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
წლის აღმოჩენა
გიორგი ჩაკვეტაძე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი
საერთაშორისო აღიარება
ზვიად პატარიძე
2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვერსიით
სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი
ზამთრის სპორტის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
მარიამ გიორგობიანი
ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) – იმპერატორის თასისა და ოძეკის ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი პროფესიონალი სუმოისტი
მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის
ზაზა ფაჩულია – NBA-ის ორგზის ჩემპიონი, Golden State Warriors-ის შემადგენლობაში
მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის
ნიკოლოზ ბასილაშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP-ის ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში კიდევ უფრო მეტი წინსვლა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელსაც, მათი გამარჯვებების აღსანიშნავად, ბევრჯერ აიწევა მაღლა საქართველოს დროშა.
„ჩვენი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ქართული სპორტის სიძლიერით ჩანს ქართული სახელმწიფო და მისი სიძლიერე. თქვენ, ამ სახელმწიფოს დიდი იმედი ხართ. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე, მათ შორის, კულტურასა და სპორტზე. ამდენად, თქვენ ძალიან ძვირფასი ხართ ჩვენი სახელმწიფოსათვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ვისურვო, რომ არა მხოლოდ 2019-ში, არამედ, 2020-ში – ოლიმპიურ წელსაც საქართველომ მსოფლიო ასპარეზზე უამრავ წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო: fortuna.ge
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება




















