მე ვთქვი, რომ ხალხს მეტად უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს - ქობულია

საქართველო, თბილისი - 15:11 | 25.12.2018
ნანახია: 1079

„მე ვთქვი, რომ ხალხს მეტად უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფრო ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი,“ - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დემოკრატიული საქართველოს“ წევრებს. 
„ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გაიგო ბევრმა რა ვთქვი. ზუსტად ვთქვი შემდეგი - საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. მაგრამ რადგანაც ხალხს დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ხალხისთვის სიტუაცია არ იოლდება,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 
საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევა არის ნომერი პირველი ამოცანაა და მის დასაძლევად ბევრად მაღალი ტემპი გვჭირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე