ქუთაისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 25.12.2018
ნანახია: 1557

ქუთაისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

მისი თქმით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.

ცნობისთვის, გუშინ H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა ბათუმშიც დაფიქსირა. ვირუსს 53 წლის ქალი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე