ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 24.12.2018
ნანახია: 1481

ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა.

ის ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 17 დეკემბერს მიიყვანეს, დღეს დილით კი, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

„წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა. დამატებითი კვლევისთვის ანალიზები თბილისში, ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ქალბატონი 17 დეკემბერს მოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო“, - აღნიშნავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მალხაზ ხალვაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე