გიგლა აგულაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 10.12.2015
ნანახია: 1850

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, პარიზის კლიმატის ცვლილების 21 -ე კონფერენციის ფარგლებში, ბელარუს კოლეგას ანდრე კოვხუტოს შეხვდა. ორი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას და დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე