თბილისში, "სილქნეტის" ოფისიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 20.12.2018
ნანახია: 1046

პეკინის 24 ნომერში გამთენიისას "სილქნეტის" ოფისი გაქურდეს და მობილური ტელეფონები მოიპარეს. ადგილზე ჩამომსხვრეულია მინები და დაზიანებულია ტექნიკა. საპატრულო პოლიციამ ფაქტზე ერთი არასრულწლოვანი გამოავლინა.

ადგილზე ამ დრომდე  სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე