ბელგიური კომპანია „CMI Balteau“ საქართველოს წყალმომარაგებით დაინტერესდა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 10.12.2015
ნანახია: 1569

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ბელგიური კომპანია „CMI Balteau“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა  სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე განიხილეს ბელგიიდან დაფინანსების შეღავათიანი პირობების მიღების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს დისტანციური მართვისა და მონიტორინგის საკითხებზე.

თავის მხრივ, ბელგიური კომპანია CMI Bateau-ს საქმიანობის მთავარი მიმართულება სასმელი წყლის და წყალარინების  სისტემის გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმარება-განხორციელება და მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა.
კომპანია „CMI Balteau“ შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან მართავს, რომლებიც საქართველოში ჰიდროსექტორში მოღვაწეობენ და წყლის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე