ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა ჩალპნენ იქ - სოსო რობაქიძე

საქართველო, თბილისი - 15:08 | 18.12.2018
ნანახია: 1473

14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ამ ხალხისგან ჩაქცეული. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ, - ამის შესახებ ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ამ ხალხისგან ჩაქცეული. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ. დიდი მადლობელი ვარ პროკურორების, მოსამართლის, რომელმაც ობიექტური განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე