ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 17.12.2018
ნანახია: 813

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი ავტომობილს შეეჯახა, მოტოტიკლიდან გადავარდა და ბორდიურს დაეჯახა.

მომხდარის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე