გორში მამაკაცი სავარაუდოდ გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 17.12.2018
ნანახია: 695

გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაცია გახდა.

რაც შეეხება ორ უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე