აქციის დროს დაშავებული ორი მოქალაქე, გურჯაანის საავადმყოფოში რჩება

საქართველო, თბილისი - 09:49 | 17.12.2018
ნანახია: 832

გურჯაანში, აქციის დროს დაშავებული ორი მოქალაქე, ამ დრომდე გურჯაანის საავადმყოფოში რჩება.  
ახალგაზრდა მამაკაცის, შოთა დალაქიშვილს მოტეხილი აქვს ყბა, ექიმები მისთვის ოპერაციის ჩატარებას დღეს გეგმავენ.

„ბლაგვი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული თავის არეში. გატეხილი აქვს თავი სამ ადგილას, ცხვირის მალები აქვს გატეხილი და მარჯვენა ყბა აქვს მოტეხილი”, - განაცხადა კასპის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონაშვილმა.

კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ რჩება ესმა მაისურაძეც, რომელიც შეუძლოდ დაპირისპირების დროს გახდა, ქალბატონს ტკივილი მუცლის ღრუში აღენიშნება.

 


პოლიტიკა