ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ივრითზე გამოიცა
საქართველო, თბილისი - 14:10 | 13.12.2018 ნანახია: 1624
ივრითზე გამოიცა გენიალური ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. მასზე მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოცემის წინასიტყვაობაში მოკლედ მოთხრობილია ნაწარმოების შინაარსი და ხაზგასმულია, რომ ნაწარმოები ქართული პოეზიის შედევრია, ხოლო მისი ავტორი - ვაჟა ფშაველა - დიდი ქართველი პოეტი. მისი ესთეტიკა ემყარება საქართველოს მთის ფოლკლორს, ხოლო ენა არის ლაკონური, მკაცრი და მრავლისმთქმელი.
წინასიტყვაობაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ „ალუდა ქეთელაურს“ ივრითზე მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც მცირერიცხოვანი ერის, მდიდარი კულტურისა და ენის შვილებისთვის, ივრითზე მკითხველებს წარედგინათ ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ძალადობრივ რეალობაში ადამიანურობის შენარჩუნებას, ომისშემდგომი ტრავმების დაძლევას. მასში მოთხრობილია, აგრეთვე, ინდივიდის დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ბრძოლას კონსერვატიულ, სოციალურ, რელიგიურ და ტომობრივ გარემოში.
პოემა ივრითზე თარგმნა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ, ხოლო მის ადაპტაციაზე ისრაელელი მწერლები და კულტურის მოღვაწეები მუშაობდნენ. წიგნი ითაი ბარუხის გამომცემლობამ დაბეჭდა.
გამოცემა შეფასებულია, როგორც ორი კულტურის გაცნობის ახალი ეტაპი.
„ალუდა ქეთელაურის“ ივრითზე გამოცემას მიესალმა „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველო-ისრაელის მაღალი დონის კულტურული ურთიერთობების აქტიური მხარდამჭერია. მისივე ინიციატივით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, აგრეთვე, განათლების სფეროშიც. ლაპარაკია ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: ევროსაბჭოს ეგიდით, „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის განხორციელებაზე, სარა ბენ შემეშის ფონდთან ერთად ქართულ უნივერსიტეტებში ჰოლოკოსტის კურსის სწავლებასა და ისრაელის კაბინეტის მოწყობაზე. „ისრაელის სახლი“ სარას ფონდთან ერთად ახორციელებს კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ებრაულ თემატიკაზე გამოცხადებული კონკურსში გამარჯვებული ქართველი სტუდენტებისთვის ისრაელში შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურის მოწყობას.
ისრაელ-საქართველოს კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარა ბენ შემეშის ფონდი, რომლის პირველი და მასშტაბური პროექტი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული ბიბლიოთეკის დაარსება. ფონდმა შეიძინა და ბიბლიოთეკას გადასცა ათასზე მეტი ივრითზე, ინგლისურ და რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, ქვეყნებს შორის არსებობდეს კულტურული, საგანმანათლებლო კავშირები. განსაკუთრებული ყურადღება კი უნდა დაეთმოს ახალგაზრდობას, რომელიც ქვეყნებს აზიარებს ერთმანეთის მაღალ კულტურას. „თუ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის ნამდვილი ისრაელის გაცნობას და პირიქით, მჯერა, ჩვენი ხალხების მომავალი თაობა ერთმანეთთან უფრო გასაგებ ენაზე ილაპარაკებს და, შესაბამისად, უფრო წარმატებულიც იქნება სახელმწიფოებრივი ურთიერთობები“, - აღნიშნავს იციკ მოშე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















