მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველო, თბილისი - 09:40 | 13.12.2018 ნანახია: 1658
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართლის მეფეს „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.
ის სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგსპასპეტი. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.
ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტდედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფისმიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.
მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.
მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.
ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.
ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხე გოჯამდე მოვიდნენ.
458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში საპასუხო ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ალანთა დამარცხებით დასრულდა. ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი. დაიკავა დარიალის ციხე, იქ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.
ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
პეროზ-შაჰმა დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდან, ჰუნებიდან და სომხებიდან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.
სასანიანთა სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა, ბალაში (484-488). ამ დროისთვის ვახტანგმა გორგასალმა აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს სპარსეთში არეულობა დაიწყო - ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავად I (488-531). ირანის არეულობა გამოიყენა ვახტანგმა იმით, რომ ახალი ქალაქის - თბილისის მშენებლობა დაიწყო. ახალმა შაჰმა, კავადმა მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.
გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზი და მისი შემოგარენი სამ ერისთავს - დემეტრეს, ნერსესესა და ბივრიტიანს ჩააბარა
502 წელს სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამასობაში ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოადგა ქართლს დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები ერთმანეთს. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
- თბილისში, მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
- რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
- ქალი მართავს – "თეგეტამ" მარტის კამპანია დაიწყო
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















