ხოდორკოვსკი რუსეთს რევოლუციას უწინასწარმეტყველებს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 10.12.2015
ნანახია: 1551

რუსეთში რევოლუცია გარდაუვალია. ამის შესახებ ”იუკოსის” ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ის, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება, კონსტიტუციურ გადატრიალებად შეიძლება შეფასდეს. “ქვეყნის რეზერვები 2017 წლისთვის ამოიწურება, დოლარის კურსი 69 რუბლამდე ავიდა, სოციალური პირობები მკვეთრად გაუარესდა, უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. რევოლუცია გარდაუვალია, თუმცა ის უნდა იყოს მშვიდობიანი. ხალხს სჭირდება ალტერნატივა და მზად ვარ ასეთი ალტერნატივა ვიყო,”-აღნიშნა ხოდორკოვსკიმ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე