დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 11.12.2018
ნანახია: 1216

“ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია ბრიტანეთში მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერი გახდა. იგი წარდგენილი იყო ორ ნომინაციაში: "წლის ბრენდი" და "წლის აქსესუარების დიზაინერი".

ნომინაციაში „წლის აქსესუარების დიზაინერი“ დემნასთან ერთად Gucci-ის, Loewe-ის, Prada-ს და Dior-ის მოდის სახლები იბრძოდნენ, „წლის ბრენდი“ კი Gucci გახდა. დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს ლონდონში, „როიალ ალბერტ-ჰოლში“, გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე