"არა-ფობიას!" სამართალდამცველებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები იუსტიციის სახლთან უკანონო მანიფესტაციის აღსაკვეთად
საქართველო, თბილისი - 17:22 | 10.12.2018 ნანახია: 1019
სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც მათივე თქმით, ხელს უშლის მის ფუნქციონირებასა და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას.
პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და შეიმუშავოს სტრატეგია რასიზმსა და ქსენოფობიასთან საბრძოლველად.
"გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ გაუქმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენასთან დაკავშირებით. შეკრებილთა განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ დარჩენილ მცირე პერიოდში (კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე) უცხოელების მიერ ქართული მიწების მისაკუთრებას. აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური გამონათქვამებიც.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება და მისი ფუნქციონირებისათვის ხელშეშლა დაუშვებელია და წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება რომელიც... აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს." ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ უკანონო მანიფესტაცია, მათ შორის, დააკავონ ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას.
უკიდურესად შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მომძლავრებული რასიზმი, ქსენოფობია და აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული შეხედულებებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ფაქტების წახალისებას თავად სახელმწიფო ახდენს, რომელიც იღებს უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას და არ აქვს სტრატეგია რასიზმთან და ქსენოფობიასთან საბრძოლველად. ამდენად, ნაცვლად მოძალადეთა მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებისა სახელმწიფო, ერთი მხრივ, თავად აწარმოებს აგრესიულ კამპანიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი ძალადობრივი მოვლენების მიმართ აქვს შემწყნარებლური დამოკიდებულება (ბასიანის სპეცოპერაციის საპასუხოდ მშიდობიანად შეკრებილი მოქალაქების დაშლა ნაცვლად მათ წინააღმდეგ შეკრებილი აგრესიულად განწყობილი ჯგუფისა, წინასაარჩევნო პერიოდში ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმაზე ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო რეაქცია, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევები და ა.შ.). ამას ემატება პოლიტიკოსების ქსენოფობიური რიტორიკაც. გასათვალისწინებელია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებითპარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცხადება: "მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი"- აღნიშნა მან.
ამდენად, მოვუწოდებთ:
სამართალდამცავ ორგანოებს: დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები უკანონო მანიფესტაციის აღსაკვეთად;
საქართველოს ხელისუფლებას: გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და შეიმუშავოს სტრატეგია რასიზმსა და ქსენოფობიასთან საბრძოლველად", - ნათქვამია განცხადებაში.
პლატფორმაში შემავალი NGO-ები:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















