იაპონური Vogue-სთვის თბილისში ფოტოები გადაიღეს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 16:32 | 07.12.2018
ნანახია: 1538

ძველი თბილისის ტერიტორიაზე იაპონური Vogue-სთვის სურათები გადაიღეს, რომელშიც “RALPH LAUREN-ის” კოლექციაა ნაჩვენები. კითხვაზე პასუხი, თუ საიდან გაუჩნდა Vogue-ს თბილისში გადაღებების მოწყობის ინიციატივა, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია ამგვარად გვპასუხობს:

“ეს გადაღებები გაიმართა ოქტომბრის ბოლოს. მე ვთანამშრომლობ Conde Nast გამოცემასთან და ხშირად ვთავაზობ გადაღებისთვის საქართველოსაც. იაპონურ ვოგამდე იყო ჰოლანდიური ვოგი, შემდეგი პროექტები დაგეგმილია მცხეთასა და ყაზბეგში, რომელიც GUCCI-სა და რამდენიმე ბრენდის კოლექციებისთვის გაიმართება.”

 

წყარო: marketer.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე