ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონი დააზიანა
საქართველო, თბილისი - 16:41 | 30.11.2018 ნანახია: 1365
სამეგრელოს რეგიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ ზიანი მიაყენა აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს. აბაშაში ქარმა პირველ საჯარო სკოლას და ასევე, სოფელ მადანში საბავშვო ბაღს სახურავი გადახადა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსსა და სახლს გადახადა სახურავი ქარმა ხობსა და ჭალადიდში, ხოლო ქარიატაში დაზიანებულია ბონდის ხიდი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს – ახუთსა და ლესიჭინეს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება.ლესიჭინეში ელექტროგადამცემ ბოძს ხე დაეცა. რაც შეეხება ზუგდიდს, ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
აბაშაში, ძლიერი ქარის გამო მოტეხილი ხე დაეცა 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბაშის რაიონის სოფლების ნაწილს. ფიდერების დაზიანების გამო, დენის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ აბაშის ქუჩების მცირე ნაწილსაც. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, კომპანია ამ წუთებშიც მუშაობს სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად.
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო მარტვილის რაიონის ნაწილშიც. კომპანიის ოპერატიული მუშაობის შედეგად, რაიონს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















