ბოლო ერთ თვეში ქართველმა სპორტსმენებმა 70 ოქროს, 36 ვერცხლისა და 40 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველო, თბილისი - 19:12 | 27.11.2018 ნანახია: 2169
ქართული სპორტისთვის ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა - 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი მედალი მოიპოვეს. საერთაშორისო ტუნირებზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახალგაზრდა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ჩატარებულ შეჯიბრებებში ჯამში ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 146 მედალია. აქედან 70 ოქრო, 36 ვერცხლი და 40 ბრინჯაო. საუბარია, სპორტის 10 სახეობაზე, რომელშიც შედის როგორც ოლიმპიური, ასევე პარალიმპიური სპორტის სახეობები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძალოსანი ლაშა ტალახაძის მსოფლიოს ჩემპიონობა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რევაზ დავითაძე (89 კგ), რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცში ბრინჯაო მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ (+ 109 კგ).
ძიუდოში გამოსარჩევია მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ლაშა ბექაურის (90 კგ) და გელა ზაალიშვილის (+100 კგ) ჩემპიონობა და ჭიდაობაში ასევე ახალგაზრდულ პირველობაზე მოპოვებული ოქროს მედლები - ნუგზარ წურწუმია (ბ/რ, 55 კგ), გელა ბოლქვაძე (ბ/რ, 82 კგ), ზვიად პატარიძე (ბ/რ, 130 კგ), ავთო კენჭაძე (თავისუფალი, 74 კგ), ნიკა კენჭაძე (თავისუფალი, 79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი, 97 კგ).
სამბოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. საჭიდაო სახეობებში პირველად, საქართველოს ჰყავს ქალი მსოფლიოს ჩემპიონები - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. ვახტანგ ჩიდრაშვილი უკვე 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია.
ქართული სამბოს ისტორიაში პირველად, ქალთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდნენ ვაჟები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















