„ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენცია გაიამრთა
საქართველო, თბილისი - 14:55 | 08.12.2015 ნანახია: 2327
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. ფორუმი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ გახსნეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ. მან ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მისიებში ქართული კონტინგენტის კონტრიბუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრიდან საქართველო ევროკავშირის სამოქალაქო მისიებშიც ჩაერთვება. ანა დოლიძის განცხადებით, საქართველო მზადა არის, ამ მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.
„ევროპას უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ყველას ახსოვს 13 ნოემბრის ტრაგედია პარიზში, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი 13 ივნისის ტრაგედია - ორივე კრიზისული მოვლენა იყო. უსაფრთხოება, კრიზისების მართვა ძალიან მწვავე საკითხია ევროპაშიც და მის სამეზობლოშიც. სასიამოვნოა, რომ ასეთი ტიპის მაღალი დონის კონფერენცია პირველად იმართება საქართველოში. საქართველო არა მხოლოდ ცოდნის მომხმარებელია, არამედ, მიმწოდებელიც. შესაბამისად, აქ წარმართული დიალოგი მისასალმებელია და, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებისათვის აუცილებლად გამოგვადგება,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
იანოშ ჰერმანმა საქართველოში მაღალი დონის კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს წვლილი მიმდინარე სამშვიდობო მისიებში: „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. საქართველოს შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ქართული სამხედრო კონტინგენტი არა მხოლოდ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებშია ჩართული, არამედ, საქართველო თავადაც მასპინძლობს ევროკავშირის მისიას საკუთარ ტერიტორიაზე გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. თბილისი შესანიშნავი ადგილია მსგავსი სახის კონფერენციებისთვის. ახლახან მივიღეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორებთან რეგიონულ პოლიტიკას განსაზღვრავს. დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი ელემენტი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებაა. ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. ევროკავშირის სივრცეში დღეს ორმაგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ნამდვილად დროულად იმართება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა საკითხი კონფერენციაზე განიხილება.“
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში თავდაცვისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხის, კიბერუსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ სამხედრო და სამოქალაქო მისიებზე, ამ მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















