ავღანეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 86 მებრძოლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 08.12.2015
ნანახია: 1680

გასული დღე-ღამის განმავლობაში ავღანეთის არმიამ და პოლიციამ 86 მებრძოლი გაანადგურა.

ავღანეთის შსს-ის ინფორმაციით ოპერაციები ნანგაჰარის, სამანგანის, ტაჰარის, კუნდუზის, ფარიაბის, ბალჰის, ზაბულის, ლოგარის, გაზნის, პაქტიის, გერათისა და ჰელმანდის პროვინციებში ჩატარდა. სპეცოპერაციისას პოლიციელებმა მსუბუქი და მძიმე შეაიარეღების მარაგებს მიაგნეს.

ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. მოძრაობა ”თალიბანმა”, რომელიც მანამდე სოფლების უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა, მსხვილ ქალაქებზე მიიტანა იერიში. სექტემბრის ბოლოს თალიბებმა დაიკავეს ქალაქი კუნდუზი. ამჟამად კი ბრძოლას აწარმოებენ ქალაქ გაზნის დასაკავებლად, რომელიც ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე