ბანკი "ქართუ" ზაზა ოქუაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 17:11 | 22.11.2018 ნანახია: 1214
ბანკი "ქართუ" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას განცხადებით პასუხობს. ბანკი ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამასთან, ბანკი "ქართუ" ამბობს, რომ მზად არის კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს.
"ომეგა ჯგუფი“ „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია „ომეგა ჯგუფი“ და დახურა ტელეკომპანია „იბერია“. ბანკი „ქართუ“ აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა „ომეგა ჯგუფს“ და მისცა სოლიდური კრედიტი.
რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:
საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ“ ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.
გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით „ქართუს“ რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან მიიღეს გარანტია, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში, თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და არ მოუწიოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია.
ასევე, გვსურს საჯაროდ მივმართოთ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა ჯგუფის“ კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაცის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.
მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ", -წერია ბანკი "ქართუს" განცხადებაში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















