ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო - გია აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 15:09 | 22.11.2018 ნანახია: 1032
დღეს საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატი არის ის ადამიანი, ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელსაც მე პირადად ჩემს საქმეში ვდებ ბრალს. მას არ ეყო არც ვაჟკაცობა, არც კაცობა. ჩემზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც თითქმის დღეში სამჯერ მასთან მიწევდა ურთიერთობა გადაღებაზე, ყველაფერს უარყოფს, ამბობს, თითქოს არ მიცნობს, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ფოტორეპორტიორები სრულად გამართლდნენ.
მისი თქმით, ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გააატარეს და სისულელეები „აღიარებინეს“.
„ჩვენ, ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გაგვატარეს და სისულელეები „გვაღიარებინეს“. დღეს საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატი არის ის ადამიანი, ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელსაც მე პირადად ჩემს საქმეში ვდებ ბრალს. მას არ ეყო არც ვაჟკაცობა, არც კაცობა. ჩემზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც თითქმის დღეში სამჯერ მასთან მიწევდა ურთიერთობა გადაღებაზე, ყველაფერს უარყოფს, ამბობს, თითქოს არ მიცნობს. მათი სატელევიზიო კომენტარები მერე მოვისმინე, როცა საპატიმროდან გამოვედი, რომ ის ბრალს მდებდა პირადად, რომ მე ვიყავი ჯაშუში.
დღევანდელი განაჩენი არის შენი განაჩენი, გრიგოლ ვაშაძევ. ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო, შენ იმის ვაჟკაცობა არ გეყო, რომ გამოსულიყავი და გეთქვა, ეს ხალხი უდანაშაულოა. ციხეში გვიშვებდი არაფრის გამო, რადგან შეგეშინდა ვანო მერაბიშვილის ზარის. მაგაზე უნდა გასცე პასუხი. ყველა ჩვენნაირი ადამიანი კი 28-ში გაგცემთ პასუხს, ვინც უდანაშაულოდ აწამეთ და უსამართლობაში გაატარეთ“, – განაცხადა გია აბდალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















