ვლადიმირ პუტინი რაულ ჰაჯიმბას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.11.2018
ნანახია: 1574

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ჰაჯიმბას სოჭში შეხვდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება. პუტინის თქმით, ის მოხარულია ჰაჯიმბასთან შეხვედრით, რათა არაფორმალურ ვითარებაში ითათბიროს საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებისთვის.

„ადრეც  ვამბობდით, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეკონომიკის განვითარებას ბიძგი მივცეთ, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. „მართალია, იქ მუშაობენ ჩვენი საწარმოები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი“, აღნიშნა მან.

პუტინმა აღნიშნა მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა.

ჰაჯიმბამ აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრების ტრადიციული ხასიათის მიუხედავად, მაინც რჩება საკითხები, რომლების განხილვაც საჭიროა. „ამ ხნის განმავლობაში საინვესტიციო პროგრამის ხაზით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, არის წარმატებები“,  - აღნიშნა სეპარატისტების ლიდერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე