ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი პირადობის მოწმობების გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს - მიხეილ ბენიძე
საქართველო, თბილისი - 13:34 | 21.11.2018 ნანახია: 1059
ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ფაქტები არ დადასტურდება, რადგან თუ დადასტურდა, მაშინ სახეზე გვაქვს რაღაც წინასაარჩევნო სერიოზული დარღვევასთან, რომელიც ძალიან პრობლემატურია, -ამის შესახებ„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოს კონკრეტული თანამდებობის პირის მხრიდან მათთან გამოჟონილი ინფორმაციის სხვადასხვა ასპექტი საკმაოდ სარწმუნო იყო.
„დანარჩენ ნაწილზე გამოძიება უნდა წარიმართოს და მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი გაეცეს. ჩვენ დამალული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. რა ინფორმაციაც გვაქვს, საჯაროდ ვსაუბრობთ და ზუსტად ეს ინფორმაცია მიეწოდება მათ შორის გამოძიებას“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ბენიძის განცხადებით, არ საუბრობენ, რომელი ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი.
„ჩვენ კონკრეტულმა წყარომ რა ინფორმაცია მოგვაწოდა, ამ ინფორმაციის ნაწილის გადამოწმება შევძელით, რაც კონკრეტული თანამდებობის პირებს და ამ თანამდებობის პირების მივლინებებს ეხებოდა. ასევე, ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, სად არის შესაძლებელი კონკრეტული ID ბარათები დამზადდეს. მართალია ბიომეტრიული ID ბარათების დამზადება, როგორც ჩანს, ყველა ტერიტორიულ ერთეულში შესაძლებელი არ არის. თუმცა ძველი სტილის, ლამინირებული პირადობის მოწმობების დამზადება უფრო მეტ ლოკაციაზეა შესაძლებელი. მე არ ვამბობ, რომელ პირადობებზეა საუბარი. ჩვენი ინფორმაციით, ეს ლამინირებული პირადობები ცალკეულ შემთხვევებში კიდევ მზადდება და ამის შესაძლებლობა არის. ეს ჩვენთან საუბრისას სხვადასხვა წყაროებმა თვითონ დაადასტურეს.
თუ რაღაც გაყალბების მექანიზმზეა სუბარი, მაშინ ბუნებრივია, გვერდის ავლა ხდება იმ ოფიციალური პროცედურების, რა პროცედურებითაც წესით უნდა იბეჭდებოდეს ეს დოკუმენტები. ამიტომ, ეს არის სწორედ გამოძიების დასადგენი საკითხი. ეს არის ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებს სცდება, რომ დავადგინოთ. თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვერ შევალთ და ვერ დავადგენთ, ვინ რას საქმიანობს. ეს სწორედ ის საკითხია, სადაც გამოძიების ჩართულობა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რო გამოძიება ამ ყველაფერს პასუხს გასცემს.
ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია და არ გვინდა ადგილი გაყალბების ფაქტებს ჰქონდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ფაქტები არ დადასტურდება, რადგან თუ დადასტურდა, მაშინ სახეზე გვაქვს რაღაც წინასაარჩევნო სერიოზული დარღვევასთან, რომელიც ძალიან პრობლემატურია“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















