ტყის ხანძრების ახალი მანქანები საქართველოს 13 ქალაქში გადანაწილდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 21.11.2018
ნანახია: 966

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მანქანები გადაეცა თიანეთს, დმანისს, ქარელს, შუახევს, წალენჯიხასა (დაბა ჯვარი) და ბაკურიანს.

ტყის ახალი სახანძრო მანქანების პირველი ნაკადი საქართველოს 13 ქალაქში უკვე გადანაწილდა. კერძოდ, ახალი მანქანები გადაეცა აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიას, ჩოხატაურსა და ხულოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო მანქანები ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.

ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე