კრიშტიანუ რონალდუ ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 15:42 | 19.11.2018
ნანახია: 1308

დასავლური მედია წერს, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის მეგობარ ქალს - ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა.

24 წლის ესპანელი მოდელი დათანხმდა და უკვე საპატარძლო კაბასაც ეძებს. შეყვარებულებს ამ ახალი ამბის ირგვლივ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კრიშტიანუსა და ჯორჯინას მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ხმები დიდი ხანია დადის. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე რონალუს რჩეული ტრიბუნებზე უდიდესი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა, თუმცა გაირკვა რომ ბეჭედი ნიშნობის არ ყოფილა.

კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2016 წლის სექტემბერში გახდა, 2017 წლის ნოემბერში კი მათ ქალიშვილი შეეძინათ. წყვილი ასევე ზრდის ტყუპებს, რომლებიც ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა და უფროს ვაჟს - კრიშტიანუ რონალდუ- უმცროსს.

Криштиану Роналду сделал предложение Джорджине Родригес-ის სურათის შედეგი

Криштиану Роналду сделал предложение Джорджине Родригес-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე