დავით ნარმანია: გაიხსნა 7 საბავშვო ბაღი

საქართველო, თბილისი - 12:15 | 08.12.2015
ნანახია: 2311

გაიხსნა 7 საბავშვო ბაღი, რომელიც დამატებით 2500 აღსაზრდელს ემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

„ბოლო წლებში, მიუხედავად ბაგა-ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნისა, არსებობდა ბაღების გაუქმების ტენდენცია. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ მიდგომა და უკვე გაიხსნა 7 საბავშვო ბაღი, რომელიც დამატებით 2500 აღსაზრდელს ემსახურება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა სარემონტო სამუშაო ჩატარდა 125 საბავშვო ბაღში.

„ყველა ბაღში დამონატჟდა ცენტრალური გათბობა. მომდევნო წელს დაგეგმილია 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე