რომ არა პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა - ვოლსკი
საქართველო, თბილისი - 13:35 | 06.11.2018 ნანახია: 1261
რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეა, ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა. მისივე განმარტებით, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული, რომელთაც ამნისტია არ ეხებოდა.
„ასეთ პატიმრებს ციხეში არსებული სასტიკი პირობებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი ოთხი წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია. პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო. უფრო კონკრეტულად კი 2005 წლის დეკემბერში, 11 წლის არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე იაგო ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და სამი წელი მიუსაჯეს. მოზარდის გაუჩინარებაში იაგო ნებიერიძის სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე ისევ გარეთ გამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2009 წელს იაგო ნებიერიძე ციხეში ყაჩაღობის გამო მოხვდა და ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდებით 17 წელი და ოთხი თვე მიესაჯა.
მისი ინფორმაციით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, ნებიერიძეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„2013 წლის 1 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა. 2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელინაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით.
27.12.2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მან საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა. რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და „ქართულმა ოცნებამ“ ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა. და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს. იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უღირსი საქციელია საზოგადოებისთვის სენსიტიური ასეთი საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება და „ქართული ოცნების“ მისამართით მსგავსი ცრუ ბრალდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















