კესარია აბრამიძე “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის ექვსეულში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 09:42 | 05.11.2018
ნანახია: 1741

 

კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურს “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის ექვსეულში მოხვდა.

ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა. ის ნახევარფინალში მოხვდა. თუმცა, ვერ გაიმარჯვა.

საერთაშორისო სანახაობა ბარსელონაში, 2–3 ნოემბერს გაიმართა.

კესარია აბრამიძე ნახევარფინალში მოხვდა კუბის, ბრაზილიის, ანგოლას, ტაილანდისა და ფილიპინების კონკურსანტებთან ერთად. კონკურსში 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. “მის ტრანს ვარსკვლავი” წელს მეშვიდედ ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენელმა ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.

 კონკურსის გამარჯვებული ტაილანდის წარმომადგენელი გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 კონკურსის გამარჯვებული

Ivane Nugzarashvili-ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე