ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 02.11.2018
ნანახია: 1519

სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი არააღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

სტეპანაკერტში ის მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტს ბაკო სააკიანს შეხვდა. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ მინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით დატოვა. პირველ ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნების თარიღად 9 დეკემბერი დაასახელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე