ესტონეთის 61 წლის პრეზიდენტი მესამედ ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 11:12 | 08.12.2015
ნანახია: 1778

ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ლატვიის შსს-ს კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე იევა კუპცეზე დაინიშნა. ინფორმაციას ВВС-ი ავრცელებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, მომავალი ქორწინება არ აისახება წყვილის სამსახურეობრივი მოვალეობის შერულებაზე. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა 38 წლის კუპცე კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

61 წლის ილვესი ორჯერ იყო დაქორწინებული. მას სამი შვილი ჰყავს. მეორე ცოლს 2015 წელს გაშორდა. ილვესის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის აგვისტოში იწურება.

ტოომას ილვესმა და იევა კუპცემ ერთმანეთი 2000-იანი წლების დასაწყისში ევროპარლამენტში გაიცნეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე