კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე ქართველ მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების საკითხი დააყენა
საქართველო, თბილისი - 11:11 | 08.12.2015 ნანახია: 1989
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის იუსტიციის მინისტრს ბექირ ბოზდაღს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის პირობები იყო.
კახა კახიშვილმა იუსტიციის მინისტრთან საქართველოს მოქალაქე პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი პირობების გაუმჯობესების საკითხები დააყენა. კერძოდ, მან იუსტიციის მინისტრს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა ერთ დაწესებულებაში განთავსება, მათი ქართულენოვანი არხებით უზრუნველყოფა, ქართული მხარის მიერ თურქეთის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებისთვის ქართულენოვანი ლიტერატურის მიწოდების საშუალება, ასევე, ქართველ მსჯავრდებულთათვის სამლოცველო ოთახის გამოყოფა და დღესასწაულებზე შესაბამისი კვების რაციონით უზრუნველყოფა სთხოვა. თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს 274 მოქალაქე იმყოფება. ქართული არხები ხელმისაწვდომია მხოლოდ სტამბოლის დაწესებულებებში, სადაც საქართველოს 121 მოქალაქე იხდის სასჯელს.
მინისტრმა თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე პრობაციონერების საკითხიც განიხილა, რომლებიც არც დეპორტაციას ექვემდებარებიან და გარკვეული პერიოდი აკრძალული აქვთ თურქეთის ტერიტორიის დატოვება, რის გამოც ფინანსური და ყოფითი პრობლემები ექმნებათ. ისინი ვალდებულნი არიან აიღონ ბინადრობის ნებართვები, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. ამასთან, მისი თქმით, სასურველია გადაიხედოს თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების საკითხი.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თხოვნა გაიზიარა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა თანხმობის შემთხვევაში, მათ ერთ დაწესებულებაში განათავსებენ, ასევე, უზრუნველყოფენ ქართულენოვანი არხებით. რაც შეეხება პრობაციონერთა და გასაჩივრების საკითხებს, ბექირ ბოზდაღის თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულირების პროცესი და რეფორმა უკვე დაწყებულია.
კახა კახიშვილის განცხადებით, საკითხები, რომელიც თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაყენებული, ქართულ საპატიმრო დაწესებულებებში საქართველოში თურქეთის ელჩის თხოვნის თანახმად მოგვარებულია. კერძოდ, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში თურქეთის 93 მოქალაქე იხდის სასჯელს. ისინი უზრუნველყოფილი არიან თურქულენოვანი არხებით; გამოყოფილია სპეციალური სამლოცველო ოთახები, სადაც ლოცვის და რიტუალების ჩატარების საშუალება აქვთ; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასულიერო პირს; მათთვის ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი მარხვისა და დღესასწაულების პერიოდში; თურქ პატიმრებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, საქართველოს პენიტენციურ სისტემებში არსებულ ბიბლიოთეკებში ხელმისაწვდომია თურქულენოვანი ლიტერატურა და სხვა.
კახა კახიშვილმა თურქულ მხარეს პენიტენციურ სისტემაში რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილების გაზიარება შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. მან ბექირ ბოზდაღს იუსტიციის მინისტრად დანიშვნაც მიულოცა და საქართველოში მოიწვია. ამასთან, მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელთაც ექსპერტულ დონეზე სურთ ინფორმაციის მიღება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმის შესახებ.
შეხვედრებს თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძეც ესწრებოდა. თურქეთის იუსტიციის მინისტმა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე დასმული საკითხების მოგვარების ტექნიკურ დეტალებზე კი, ქართული დელეგაციისა და თურქეთის სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორთან ენის იავუზ ილდირიმთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, დღეს სტამბოლში N3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვევა და იქ მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს შეხვდება. მინისტრი ქართველი პატიმრებს გაესაუბრება და მათი სასჯელის მოხდის პირობებს ადგილზე გაეცნობა. კახა კახიშვილმა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში ათათურქის მავზოლეუმის მონახულებითა და მისი საფლავის გვირგვინის შემკობით დაიწყო.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















