თბილისის ზოოპარკის სპილოს ოპერაცია უტარდება
საქართველო, თბილისი - 10:45 | 31.10.2018 ნანახია: 927
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. 31 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe) ჩამოვლენ. 30 ოქტომბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლები დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ ოპერაციისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ.
ოპერაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი (Marjo Hoedemaker). თბილისში იმყოფება BBC-ის გადამღები ჯგუფიც. ამჟამად ზოოპარკში საოპერაციო ვოლიერის მოწყობისა და ტექნიკური აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა.
ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
„სპილო გრანდის გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს. საფრთხეები კვლავაც არსებობს. ასეთი მძიმეწონიანი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზედ სარისკოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. ოპერაციისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ – მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
დამთვალიერებლები ოპერაციას ზოოპარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მიადევნებენ თვალყურს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















