„სამართლიანი არჩევნები“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
საქართველო, თბილისი - 16:43 | 28.10.2018 ნანახია: 750
ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა:
- ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2, #5, #29 და #31საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც შენობის შიგნით სადაც უბნებია განთავსებული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც შედგენილი სიებით ამოწმებენ ამომრჩეველთა გამოცხადებას არჩევნებზე. ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
- კვლავ გრძელდება პარტიის აქტივისტების/წარმომადგენლების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #3 და #5საარჩევნო უბნებზე; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევო უბანზე;
- #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #4 და #5 საარჩევნო უბნების და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #29 უბნის მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს.
- #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ნახევარ საათიანი ინტერვალით მოყავდათ ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით, რაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ.
- დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის წინ დგას სამი ქალი რვეულებით და სიებით. დამკვირვებლის კითხვაზე, რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ერთ-ერთმა უპასუხა, რომ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის შტაბს. ისინი მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.
- საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #9 უბანზე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს დაურეკა სავარაუდოდ გარეთ მდგომმა კოორდინატორმა და უთხრა, რომ უბანზე ამ დროისთვის სულ მოსულია 90 ამომრჩეველი და აქედან "მათი" არის ასევე გმოთქვა წუხილი დაბალი აქტივობის გამო.
- ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #48, #77, #78 და #26 საარჩევნო უბნების და ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის #47 უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
- ასევე, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #31, #81, #66, #23, #48 უბნებზე დაფიქსირდა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად დგანან და ონლაინ აპლიკაციით ამომრჩეველთა ბაზაში ამოწმებენ მისულ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობის საფუძველზე.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება:
- ბათუმის #9 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - მურმან დუმბაძე, ლევან ანთაძე და ლევან ვარშალომიძე და „ქართული ოცნების“ კოორდინატორს შორის. კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები მივიდნენ და გადაღება დაუწყეს, რათა დაეფიქსირებინათ მათი ვარაუდით ამომრჩევლების გადამოწმების ფაქტი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააპროტესტა გადაღება და ენმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა ჯერ განაცხადა რომ, ენმ-ს წარმოამდგენელმა მანქანას ფეხი ხოლო შემდგომ, პოლიციასთან საუბრისას ეს ვერსია შეცვალა და განაცხადა, რომ მანქანისთვის ფეხის დარტყმის გარდა ენმ-ს წარმომადგენელმა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა:
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე 40 წუთის განმავლობაში უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს ეზღუდებოდათ ფოტო-ვიდეო გადაღება, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა.
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #15 და #72 საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებმა დამკვირვებელს უკანონოდ შეუზღუდეს ვიდეო გადაღების უფლება.
მარკირების წესის დარღვევა:
- #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ორ ამომრჩეველს არ შეუმოწმა მარკირება.
სიაში ხელის არასწორად მოწერა:
- #53 ვანის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასწორად მოაწერა ხელი სიაში.
- #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა მარკირების მქონე ამომრჩეველი შეუშვა უბანზე, რომელმაც მისცა ხმა.
ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა
- #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რის გამოც გაცემული ბიულეტენების რაოდენობა მეტი იქნება ხელმოწერების რაოდენობაზე.
- #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელმოწერების გადათვლისას აღმოაჩინა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ხელმოწერების რაოდენობასთან შდარებით.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელმოწერით და ბეჭდით წინასწარ დაამოწმა 5 ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორმა შეწყვიტა ბიულეტენების წინასწარ დამოწმება.
- #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა ბიულეტენი ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც ამომრჩეველმა შეამჩნია კაბინაში შესვლის შემდეგ და მისი მოთხოვნის შემდეგ მოხდა ბიულეტენის სათანადოდ დამოწმება.
- #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა ყუთში.
არაუფლებამოსილი პირი უბაზე:
- #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #30 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც თავმჯდომარემ მითითების შემდეგ დაატოვებია უბანი.
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე საკრებულოს დეპუტატი ალი მურადოვის უბანზე შესვლის შემდეგ მოხდა დაპირისპირება დამკვირვებელსა და საკრებულოს დეპუტატის შორის. არსებული ინფორმაციით, დეპუტატი დაემუქრა დამკვირვებელს და ასევე კომისიის წევრებს. ერთ-ერთი დამკვირვებლის თქმით, დეპუტატი ამბობდა: „აი რვის შემდეგ დაგანახებთ ვინ ვარ მე“.
ამომრჩეველთა სიის ხარვეზი:
- #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე 4 ამომრჩეველი, რომლებიც ამ უბნის ამომრჩევლები არიან და ამ უბანზე აძლევდნენ ხმას არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და ვერ მისცეს ხმა.
სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე პორტალის მეშეობით ან უფასო sms-ით ნომერზე 90039.
“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.
„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება