არაკომპეტენტური ექიმები და სიბინძურე - იტალიის მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაზე
საქართველო, თბილისი - 16:09 | 23.10.2018 ნანახია: 1314
იტალიის მოქალაქე ჯუსტინა პელეგრინი ინგოროყვას კლინიკის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას აპირებს. როგორც ჯუსტინა პელეგრინიმ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, კლინიკაში სრულიად არაკომპეტენტური ექიმები და მედდები მუშაობენ.
სტინა პელეგრინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის ერთობლივი R&D საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა. თბილისში მისი ვიზიტი სწორედ ამ კონფერენციას უკაშირდებოდა.
იტალიის მოქალაქე საქართველოში იტალიის საელჩოს წერილობით მიმართავს. ის საელჩოს კლინიკაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის და რეაგირებისთვის დახმარებას სთხოვს.
„საქართველოში ვიყავი ჩამოსული საერთაშორისო კონფერენცია JoRDI-ს გამო. 19 ოქტომბრის ღამეს, 20 რომ თენდებოდა, სენდვიჩის ჭამის შედეგად დამეწყო კუჭ-ნაწლავის პრობლემები და გამოიწვია ღებინება მთელი ღამის განმავლობაში. დილით ქართველი კოლეგის დახმარებით სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმებმა მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყვიტეს კლინიკაში გადაყვანა, სადაც დამხვდნენ სრულიად არაკომპეტენტური ექიმები და მედდები და არაადეკვატური სიბინძურე. ჯერ გადასხმის სისტემის დადგმის დროს დამაკარგვინეს სისხლი, შემდეგ გადაწყვიტეს კუჭის გაწმენდა ცხვირში მილის ჩადგმით და ისევ მათი არაკომპეტენტურობის გამო აქაც დავკარგე სისხლი. მახსოვს, როცა თვალი გავახილე, მთელი საწოლი სისხლით იყო დასვრილი. ამის შემდეგ შეიცვალა ექიმი. მეორე ექიმმა გადაწყვიტა მეტოკლოპრამიდის (ჩემი აზრით) გაკეთება, ამ დროს ამიწია სიცხემ. როცა ექიმს ვკითხე, რა რისკის შემცველი იყო ის, რომ არ მივყევით სწორად კუჭის გაწმენდის პროცედურებს, მიპასუხა, რომ პრობლემა არ იყო, რადგან გაიწმინდებოდა სისხლი, ამიტომ გარდა იმისა, რაც უკვე მედგა, 2 სხვა გადასხმა კიდევ მჭირდებოდა. 1 საათის შემდეგ კიდევ შეიცვალნენ ექიმები, მაგრამ ბოლო მხოლოდ ქართულად საუბრობდა, ამიტომ რეაგირებას ვერ ვახდენდი. როდესაც პირველი წამლის გადასხმა დასრულდა, გამომიშვეს ანგარიშის გარეშე (დეტალური ინფორმაცია რა ანალიზები გაუკეთეს ან რა წამლები შეუყვანეს) და იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე საავადმყოფოში შევედი, რადგან მქონდა მაღალი სიცხე და ვიყავი უძალოდ. და ასეთ არაადეკვატურ მკურნალობაში თანხაც კი გადამახდევინეს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ჯუსტინა პელეგრინიმ იტალიის საელჩოს გაუგზავნა.
ჯუსტინა პელეგრინი ამბობს, რომ ის წერილით მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლელა ჩაგუნავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ იტალიის მოქალაქეს, ჯუსტინა პელეგრინის კლინიკაში პრეტენზია არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, მისთვის ეს წერილი გაუგებარია.
„თუ რამე წერილი მისწერა ჯანდაცვის სამინისტროს, ალბათ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვმართავს“, - განაცხადა ჩაგუნავამ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















