ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს პავილიონის დიზაინი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გააკეთა
საქართველო, თბილისი - 15:55 | 22.10.2018 ნანახია: 1059
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალიდან საქართველო წარტამებული დაბრუნდა. ფესტივალზე თითქმის ყველა გამომცემლობა და უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი. დღეს ჩვენი სტუმარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, ქეთი ქოქრაშვილი:
_ 500-წლიანი ისტორიის მქონე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათი ათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ბაზრობას ყოველწლიურად დაახლოებით 400 000-მდე უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს. 1988 წელს ბაზრობაზე იტალიის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენამ საფუძველი ჩაუყარა საპატიო სტუმარი ქვეყნის (Guest of Honour Country) კონცეფციის ჩამოყალიბებას - ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.). გერმანია მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ საკონცერტო დარბაზებში, გალერეებში, კინოთეატრებსა თუ თეატრებში, ლიტერატურულ სალონებსა და ბიბლიოთეკებში მასპინძლობს სტუმარი ქვეყნის მიერ, წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. 2018 წელს (10-14 ოქტომბერი) ეს პატივი საქართველოს მიენიჭა.
რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის განსაკუთრებით მოემზადა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა არა ერთი პროექტი დაამუშავა, რაც ფესტივალზე წარმატებით იქნა წარდგენილი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო - პავილიონი, სადაც ქართული გამოცემები იყო წარმოდგენილი, ჩვენი დიზაინერების შემოქმედების ნაყოფია.
_ როგორც ვიცი, პავილიონი დაგეგმა საერთაშორისო დიზაინის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ყარალაშვილმა.
_ დიახ, ასეა. ჩვენმა გამომცემლობამ გამოფენაზე წარდგენილი, არაერთი წიგნის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე გატანილი გვქონდა 2018 წელს გამოცემული წიგნები, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, შიდა გრანტების ფორმატში გამოიცა.
_ ავტორები?
_ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები.
_ რამდენი წიგნი წარადგინეთ?
_ უნივერსიტეტიდან, ჩვენი პროფესორების ავტორობით, წარდგენილი იყო 20 დასახელების წიგნი, ხოლო ჩვენს უნივერსიტეტში დაკაბადონებული წიგნების რაოდენობა რამოდენიმე ასეულს აღწევს.
_ რას მოუტანა ფესტივალმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს?
_ ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა საქართველოს პავილიონს, დიზაინერული თვალსაზრისითაც ძალიან მომხიბვლელი იყო და შინაარსითაც ძალიან საინტერესო. ჩვენ მივიღეთ დისკუსიებში მონაწილეობა, გვქონდა არაერთი შეხვედრა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ფრანკფურტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ჩვენს მიერ გამოფენაზე წარდგენილი წიგნები, სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა საჩუქრად, ჩვენ ამ უნივერსიტეტთან გვაქვს გარკვეული ტიპის ურთიერთობები. წელს დაიგეგმა ამ ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით სტუდენტთა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















