პრემიერმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 17:26 | 07.12.2015
ნანახია: 1675

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიაზე შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

მთავრობის მეთაური, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სოფიაში ასევე, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

ტაძრის წინამძღვარი ირაკლი ღარიბაშვილს ეკლესიის ისტორიაზე ესაუბრა. ტაძრის ფართობი - 3170 კვადრატული მეტრი, მთავარი გუმბათისსიმაღლე - 45 მეტრი, ხოლო სამრეკლოს სიმაღლე — 53 მეტრია. ტაძარი 5 000 ადამიანს იტევს. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე