საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი ქმედება გახდეს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 07.12.2015
ნანახია: 2136

საქართველოში შესაძლოა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედება გახდეს და სამართალდამრღვევს ფულადი ჯარიმა დაეკისროს.

შესაბამისი ინიციატივით ფრაქცია „ქართულ იოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი გამოდის, რომელმაც ცვლილებები - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მოამზადა.

ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით.

პროექტით, იგივე ქმედების განემროეებით ჩადენა გამოიწვევს - 600 ლარიან ჯარიმას.

ამას გარდა, ცვლილებებით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება, ან დაზიანება გამოიწვევს 500 ლარიან ჯარიმას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა - 1000 ლარიან ჯარიმას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე