ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:04 | 07.12.2015
ნანახია: 1627

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში  4 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.   სამშენებლო სამუშაოები  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„სოფელ ჩალაუბნის გზას რეაბილიტაცია 1970 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც,  მასზე გადაადგილება გართულებული იყო.  პროექტის ფარგლებში, მოხდება  სოფელ ჩალაუბნის 4 კმ-იანი ამორტიზირებული გზის სრული რეაბილიტაცია:  დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები,  გაკეთდება მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. სამშენებლო სამუშაოზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის  პირველ კვარტალში დასრულდება“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ

პროექტი, რომლის ღირებულება 950 675,00 ლარია, მსოფლიო ბანკის  დაფინანსებით ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე