ლედი გაგა თხოვდება

საქართველო, თბილისი - 15:14 | 17.10.2018
ნანახია: 2385

მომღერალმა ლედი გაგამ და მისმა ბოიფრენდმა კრისტიან კარინომ ნიშნობის შესახებ Women in Hollywoodის საღამოზე განაცხადეს.

32 წლის ლედი გაგა და მისი მენეჯერი 49 წლის კრისტიან კარინო ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან.

 „ყველაზე კარგი, რასაც შესაძლოა სიყვარულისგან ელოდო, არის ის, როდესაც წაქცევის დროს საყვარელი მამაკაცი ხელს გტაცებს“, - განაცხადა ერთხელ ლედი გაგამ თავის რომანზე საუბრისას.

წარსულში ლედი გაგა მსახიობ ტეილორ კინს ხვდებოდა და მასზე გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა 2016 წელს წყვილი მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდა. კარინო ადრე „მოსიარულე მკვდრების“ ვარსკვლავს ლორენ კოენს ხვდებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე