თბილისის მოდის კვირეულის გახსნა ლეგენდარულ ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება
საქართველო, თბილისი - 11:10 | 17.10.2018 ნანახია: 1211
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18 ოქტომბერს ფუნიკულიორზე გაიმართება. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს, პროექტი - ,,Style Icon” ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება. კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს.
თბილისის მოდის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაესწრენენ თბილისი მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და „SOLO Lifestyle“- ის დირექტორი ნინი ჩიქოვანი. როგორც თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოდის კვირეულის ეს სეზონი გამორჩეული იქნება, ვინაიდან ის განსხვავებული კონცეფციით წარდგება მაყურებლის წინაშე. მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია. ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის.
მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა, რომ „სტილის კერპის“ მთავარი გმირი ბელა მირიანაშვილი იქნება და მის შემოქმედებასა და ხსოვნას ასეთ პატივს მიაგებენ.
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მედიას განუცხადა - „საქართველოს ფოსტა მოდის კვირეულის ახალი პარტნიორი და ჩვენთვის პატივია, რომ ქვეყანაში არსებული ეროვნული ოპერატორი დღეს სწორედ აქ დგას. მოგეხსენებათ , ფილმი ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი” კინომატოგრაფიაში ის ნამუშევარია, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო საფოსტო საქმიანობა. ფოსტალიანის პროფესია კი, ყველასთვის პატივსაცემმა მსახიობებმა ქალბატონმა ბელა მირიანაშვილმა და სერგო ზაქარიაძემ მიიტანეს მაყურებლამდე და გააცნო საზოგადოებას ის დიდსულოვნება და კეთილშობილება, რომელიც თან ახლავს ამ პროფესიით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მოდის კვირეული ხელსუწყობს ქართველი დიზაინრების მიერ შექმნილი ნაწარმის გაცნობას როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო მომხმარებლისთვის, ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩავერთვებით და შევთავაზებთ დიზაინერებს საქართველოს ფოსტის ახალ პროდუქტს „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გაყიდული პროდუქციის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში"- აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.
კვირეული მოიცავს, ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“- კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. ახალბედა დიზაინერები მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარსდგებიან. კვირეულის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















