თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი დაქორწინდნენ (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 15:25 | 16.10.2018
ნანახია: 2329

ცნობილი ქართველი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე და ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვი დაქორწინდნენ. წყვილის ქორწილი ახლახან შედგა. ქორწილიდან ფოტო „პირველი არხის“ ჟურნალისტმა, მარიკა შალიკაშვილმა გამოაქვეყნა.

თაკო საცხოვრებლად ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში გადავა, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობს. მომღერალი კარიერის მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, აქტიურად მუშაობს პროდიუსერ მეუღლესთან ერთად ახალ სიმღერებზე.

როგორც თაკომ ახლახან ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თქვა, ძალიან უნდა შვილის გაჩენა.

 

 

წყარო: fortuna.ge 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე