მირზა სუბელიანი არის სვანი და თავს მოვალედ ვთვლი, ნებისმიერი სვანის ჭირი გავიზიარო - ვიქტორ ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 12:47 | 15.10.2018 ნანახია: 1778
გლდანის ციხეში გაკეთებული ჩანაწერის ნამდვილობას საუბრის ერთ-ერთი მონაწილე, მესტიის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს.
"რუსთავი 2"-თან საუბრისას ჯაფარიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანი ნამდვილად ასახელებდა ფაქტებს, რომელიც წესით უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების მიზეზი და რასაც უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც.
თუმცა, "ქართული ოცნების" დეპუტატს უფრო სხვა საკითხი აღელვებს, კერძოდ, ვინ და როგორ გააკეთა ჩანაწერი გლდანის ციხეში.
„მე ნამდვილად შევხვდი, თქვენ რომელზე ამბობთ არ ვიცი, რამოდენიმეჯერ შევხდი მაგ კაცს, მისი დაჟინებული მოთხოვნით. ვინახულე, ის სტრესულ მდგომარეობაში, სამარტოვე საკანში. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ლაპარაკი. სერიოზული ვერაფერი ვერ მოვისმინე, რა თქმა უნდა.
შინაარსი კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის პატიმართან შესული პარლამენტის წევრის საუბარი არის ჩაწერილი. ოფიციალური წერილით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ავიღე ნებართვა. თვითონ იძახის, რომ სთხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნება შეღავათი გამიწიონო და რას მთხოვს. თვითონ რას თვლის დამსახურებად ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით რაც მე ვიცი იმას. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, თუ რაიმე ისაუბრა იქა. არასერიოზულია, არ არის ლოგიკასთან არც ერთი რასაც ეგ ლაპარაკობს"-აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
რაც შეეხება ე.წ. "ავტომატჩიკებს", რომლებზე მირზა სუბელიანი "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბრობს, ჯაფარიძე ამბობს, რომ სუბელიანის ეს კომენტარი მას სერიოზულად არ ჩაუთვლია. სწორედ ამით ხსნის ჯაფარიძე ფაქტს, რომ სუბელიანის მიერ შეიარაღებული დაპირისპრების ალბათობის დაშვებაზე მას რეაგირება არ მოუხდენია.
"არაფერი არ გრჩებათ თვალს და კადრს მიღმა და 50-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება თუ ჰყავდა მირზა სუბელიანს ეგ ვერ ნახეთ? კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე არასერიოზულად ჩავთვალე თავიდან ბოლომდე მირზა სუბელიანის ნასაუბრები, ამიტომაც არ გამიკეთებია რეაგირება"-ამბობს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ის სუბელიანს საპატიმროში მას შემდეგ შეხვდა, რაც შეხვედრის თხოვნით პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად მიმართა.
"მე ვუთხარი, რომ მარტო რატომ ზიხარ იქნება ვინმესთან ერთად დაჯდე, ხმის გამცემი იყოს დაგელაპარაკოსთქო, რატომ ზიხარ მარტო-თქო. არანაირი განსაკუთრებული ურთიერთობები მე არ მაქვს. მირზა სუბელიანი არის სვანი, მე ახლა მთელს სვანეთს ვიცნობ და ვალდებული ვარ და ვთვლი მოვალედ, რომ ნებისმიერი სვანის და სხვისიც დარდი და ჭირი გავიზიარო. მთხოვეს, პატიმარია, თვითონ დამირეკა, როგორც პარლამენტის წევრს გთხოვ შემხვდიო და შევედი,“-განუცხადა გადაცემა „კურიერს“ ვიქტორ ჯაფარიძემ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















