თიბისი ბანკის დაფინანსებით „საგურამოჰესი“ აშენდება
საქართველო, თბილისი - 13:44 | 07.12.2015 ნანახია: 1960მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. „საგურამოჰესის“ მშენებლობის ერთადერთი დამფინანსებელი საკრედიტო ინსტიტუტი თიბისი ბანკია, რომელიც პროექტში 6 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
„საგურამოჰესის“ მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დღეს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დარგში, დავით წიკლაური და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, ენერგეტიკის მინისტრმა თიბისი ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ამ პროექტის დაფინანსებაში ჩართულობა მისასალმებელია.
„თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს, საქართველოში ენერგოსექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. „საგურამოჰესი“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული უკვე მე-11 პროექტია. ვფიქრობთ, რომ ენერგოსექტორს საქართველოში საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ სფეროში მოქმედ კომპანიებთან“. - განაცხადა თიბისი ბანკის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა, დავით წიკლაურმა.
საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება. ჰესის სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ.კვტსთ.
ჰიდროელექტროსადგურისთვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა კომპანიას უკვე მიღებული აქვს და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.
”საგურამოჰესი" მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რითაც ზამთრის დეფიციტი შემცირდება. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















